წინასიტყვაობა

ეს წიგნი „ერეტიკოსების“ თანამგზავრად და ნაკლის შესავსებადაა ჩაფიქრებული. ბევრი კრიტიკოსი უწუნებს „ერეტიკოსებს“ ოდენ კრიტიკულ დამოკიდებულებას თანამედროვე ფილოსოფიის მიმართ, ალტერნატივის შეთავაზების გარეშე. ეს წიგნი ამ გამოწვევასთან გამკლავების მცდელობაა. თხრობითობამ მას ავტობიოგრაფიულობა შესძინა. ავტორი იმავე ხასიათის სიძნელეს წააწყდა, რაც თან სდევდა ნორმანს „აპოლოგიის“ წერისას; გულწრფელობის მიღწევის სურვილმა პირადულობა განაპირობა. თუმცა სხვა ყველაფერი განსხვავებულია, მოტივი ორივე შემთხვევაში ერთია. ავტორის მიზანია ახსნას არა ის, სარწმუნოა თუ არა ქრისტიანობა, არამედ ის, თუ როგორ ირწმუნა მან პირადად. ამიტომაა წიგნი გამოცანისა და პასუხის პრინციპზე აგებული. მასში გადმოცემულია ავტორის საკუთარი, განმარტოებული და გულწრფელი ნააზრევი; და ის, თუ რა გასაოცარი მოულოდნელობით ხსნის ამ ნააზრევს ქრისტიანული ღვთისმეტყველება. ავტორისათვის ეს სწავლების დამაჯერებლობაზე მეტყველებს. თუ ეს ასე არაა, სულ მცირე, გამეორებად და საკვირველ თანხვედრასთან გვქონია საქმე.

 გ.ქ. ჩესტერტონი

No comments:

Post a Comment